მთავარი » ამერიკის ვიზა

ამერიკის ვიზა

ამერიკის ვიზის აღების შემდგომ ტურისტები ჩავიდნენ ნიუ იურკში სურათს იღებენ

ამერიკის ვიზა გაიცემა საქართველოში მდებარე ამერიკის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ.

მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის 11, თბილისი, 0131, საქართველო.
ტელეფონი: +995 32 247 1160
ვებ-საიტი: https://ge.usembassy.gov/

რა მიზნებისთვის შეიძლება ამერიკის ვიზის (B1/B2) გამოყენება?

  • ტურიზმი და დასვენება: მოგზაურობა აშშ-ში, ოჯახისა და მეგობრების მონახულება.
  • სამედიცინო მომსახურება: ექიმთან ვიზიტი ან სამკურნალო პროცედურების ჩატარება.
  • ბიზნესი: კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა;
  • შეხვედრები;
  • ხანგრძლივობა: ერთჯერადი ყოფნის ვადა ჩვეულებრივ 3–6 თვე (ადგენს სასაზღვრო ოფიცერი).

ვიზა მოქმედებს კონსულის დადგენილი ვადით (შესაძლებელია მოკლევადიანი ან 10 წლიანი ვიზა გაიცეს).

შეზღუდვები:

  • ვიზა არ გაძლევთ უფლებას აშშ-ში იცხოვროთ ან ფინანსური სარგებელი მიიღოთ.
  • ვიზა არ გაძლევთ სწავლის უფლებას.
  • ვიზიტის მიზანი უნდა იყოს დროებითი.

როგორია ამერიკის ტურისტული ვიზის გაკეთების პროცესი?

  • ივსება აპლიკაცია DS-160 ფორმა https://ceac.state.gov/CEAC/
  • იქმნება აპლიკანტის პროფილი ustraveldocs.com
  • საელჩოს მოსაკრებლის გადახდა (185 დოლარის ეკვივალენტი ლარში)
  • ინტერვიუს ჩანიშვნა
  • დოკუმენტების მობილიზება
  • ინტერვიუზე დასწრება

როგორ შევაფასო ვიზის მიღების შანსები?

ამერიკის ვიზა რომ მიიღოთ კონსული უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი მიზანი აშშ-ში დროებით ყოფნაა და აუცილებლად დაბრუნდებით საქართვველოში. თუკი ამაში მას ეჭვი არ შეეპარება თქვენ გაგიმარტივდებათ ამერიკის ვიზის აღება. 

ძირითადი პუნქტები, რასაც ყურადღება მიექცევა:

  • სტაბილური კარიერა: სამუშაო ადგილი, პოზიცია, გამოცდილება და ორგანიზაციის საიმედოობა.
  • ფინანსური მდგომარეობა: სტაბილური და მაღალი შემოსავალი.
  • მოგზაურობა: მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში დარღვევების გარეშე.
  • კავშირი სამშობლოსთან: ოჯახური, პროფესიული ან სოციალური კავშირები, რომლებიც აშკარად აჩვენებს სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობას.

 

კონსული გადაწყვეტილებას ინტერვიუს მსვლელობის დროს იღებს, შესაბამისად ყველა აპლიკანტს აქვს გარკვეული შანსი ტურისტული ვიზის მიღების. რაც უფრო მეტ პუნქტს აკმაყოფილებს თქვენი აპლიკაცია, მით უფრო თავდაჯერებულად წარსდგებით ინტერვიუზე და თქვენი ვიზის მიღების შანსიც კიდევ უფრო გაიზრდება.

რა დოკუმენტები მჭირდება?

  1. მოქმედი პასპორტი
  2. DS160 შევსების დასტური
  3. ინტერვიუს ჯავშნის დასტური
  4. ბიომეტრიული ფოტო-სურათი
  5. თუ დასაქმებული ხართ, ცნობა სამსახურიდან
    თუ ბიზნესის მფლობელი ხართ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  6. ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი ბანკიდან
  7. ქორწინების მოწმობა (თუ დაოჯახებული ხართ)

ჩვენ გთავაზობთ

ვიზაგლობალი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ამერიკის ვიზის მიღების პროცესში:

  • პროფილის შექმნა აშშ-ს ოფიციალურ სავიზო სისტემაში;
  • DS-160 აპლიკაციის შევსება სწორად და სრულად;
  • აშშ-ის საკონსულოში ინტერვიუს ჩანიშვნა;
  • დოკუმენტების მომზადება ინდივიდუალურად, თქვენი საჭიროებების შესაბამისად;
  • ინტერვიუსთვის მომზადება და მოსალოდნელი კითხვების განხილვა.

ერთი აპლიკანტის ღირებულება 200 ლარია.

მოგვმართეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციის დასაგეგმად 595 771 546