მთავარი » ახალი ზელანდიის ვიზა

ახალი ზელანდიის ვიზა

ახალი ზელანდიის დროშა და კონტური

ახალი ზელანდიის ვიზა ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც. ახალი ზელანდია ყოველწლიურად 3 მილიონ ტურისტს იღებს, მათ შორის 500მდე ადამიანი კი საქართველოდან არის. ახალ ზელანდიაში ყველაზე აქტიური თვეებია დეკემბერი, იანვარი და თებერვალი – ანუ ყველაზე ცხელი პერიოდი ახალ ზელანდიაში.

ახალი ზელანდიის ვიზის ტიპები და განაცხადის პროცესი

ახალი ზელანდიის საელჩო ან საკონსულო საქართველოში ამ ეტაპზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ვიზის მიღების პროცესი სრულად ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ახალი ზელანდიის იმიგრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა ახალი ზელანდიის მოსანახულებლად. ქვეყანა არ იძლევა ვიზის მიღების საშუალებას საზღვარზე.

ვიზის ტიპები: მიზნიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მოითხოვოთ სხვადასხვა ტიპის ვიზა, მათ შორის:

ტურისტული ვიზა (Visitor Visa): მოკლევადიანი ვიზიტებისთვის (მაგალითად, 6 თვემდე, 180 დღემდე).

სამუშაო ვიზა (Work Visa): თუ აპირებთ დასაქმებას (მაგალითად, კვალიფიციური კადრების საიმიგრაციო ვიზა).

სასწავლო ვიზა (Student Visa): კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნით.

რა დოკუმენტები მჭირდება?

ახალი ზელანდიის ვიზის მისაღებად მოამზადეთ მაღალი ხარისხის სკანირებული დოკუმენტები (PDF ან JPG ფორმატში):

  • პასპორტი – უნდა იყოს მოქმედი თქვენი დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან მინიმუმ 3 თვე.
  • ფოტოსურათი – ახალი გადაღებული ბიომეტრიული ფოტოსურათი
  • მოგზაურობის გეგმა ან/და მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგალითად, მარშრუტი, სასტუმროს ჯავშანი, ბილეთი და ა.შ.)
  • ფინანსური დოკუმენტები – ბანკიდან სახელფასო ამონაწერი, დეპოზიტის ცნობა, დივიდენდის გატანის ცნობა და ა.შ.)
  • დასაბრუნებელი ბილეთი ან მტკიცებულება, რომ შეიძენთ მას.
  • სამასხურის ცნობა ან ცნობა უნივერსიტეტიდან (სავალდებულო არ არის, მაგრამ განაცხადს უფრო დამაჯერებელს ხდის)
  • სამოგზაურო დაზღვევა 

დაზოგეთ დრო და ენერგია. ანდეთ სავიზო პროცესის სირთულეები პროფესიონალებს და ფოკუსირდით თქვენი ახალზელანდიური თავგადასავლების დაგეგმვაზე!

რა დამიჯდება სავიზო პროცედურები

ახალი ზელანდიის ტურისტული ვიზის ოფიციალური საფასური დაახლოებით ₾1 200-ს შეადგენს, რაც მოიცავს ვიზის განაცხადის საფასურს და საერთაშორისო ვიზიტორთა გადასახადს (IVL).

ჩვენი მომსახურების ღირებულება: ₾200

ვიზის მიღების საშუალო დრო

საქართველოს მოქალაქისათვის ახალი ზელანდიის ტურისტული ვიზის დამტკიცების საორიენტაციო ვადები ასეთია:

  • მიმდინარე პროცესი: ჩვეულებრივ 2–6 კვირა.
  • განსაკუთრებული შემთხვევები: თუ დამატებით მოითხოვენ დოკუმენტებს, სამედიცინო გამოკვლევას ან ნასამართლეობის ცნობას, დამტკიცება შეიძლება გაიწელოს 8–10 კვირამდე.
  • რეკომენდაცია: სავიზო პროცედურები დაიწყეთ მოგზაურობის თარიღამდე 2-3 თვით ადრე, რათა მშვიდად მიყვეთ პროცედურებს და დროულად მოასწროთ ვიზის მიღება.

როგორი ტიპის დახმარებას მიიღებთ ჩვენგან?

ჩვენი მომსახურება სრულად ონლაინ პროცესზეა ორიენტირებული და მოიცავს:

  1. აპლიკაციის შევსება
  2. დოკუმენტების მომზადება, თარგმნა და ატვირთვა
  3. ონლაინ გადახდების განხორციელება
  4. პროცესის მონიტორინგი და დროული ჩართულობა
  5. კონსულტაცია და მხარდაჭერა:

ახალი ზელანდიის ვიზის სრული პაკეტის ღირებულებაა 300 ლარი.

შედეგი: თქვენ მიიღებთ ვიზას მაქსიმალურად სწრაფად, მინიმალური სტრესით და სრული ონლაინ მხარდაჭერით.