მთავარი » დიდი ბრიტანეთის ვიზა

დიდი ბრიტანეთის ვიზა

ტურისტი ბრიტანეთის ვიზით გაემგზავრა და სურათს იღებს ლონდონში ქოლგით ხელში

დიდი ბრიტანეთის ვიზა გაიცემა სტამბოლში, თურქეთში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ.

სავიზო განაცხადის გაკეთება ონლაინ ხდება, ხოლო სხვა სავიზო პროცედურებისთვის ვიზიტი დაგჭირდებათ თბილისში, ბესიკის ქუჩა N4, Besiki Business Centre-ში მდებარე UK Visa Application Centre-ში. თქვენ არ დაგჭირდებათ ვიზიტი სტამბოლში არსებულ დიდი ბრიტანეთის საელჩოში, თუმცა გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქ იქნება მიღებული.

რა პერიოდის ვალიდურობით გაიცემა დიდი ბრიტანეთის ტურისტული ვიზა?

  • სტანდარტული ვიზა – 6 თვე
  • ხანგრძლივი ვიზა (სპეციალური შემთხვევებისთვის, როგორიცაა სამეცნიერო, კვლევითი ვიზიტი და ა.შ.) – 2, 5 ან 10 წელი, მაგრამ თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 6 თვეა.

ვიზიტორ ვიზის მნიშვნელოვანი პირობები

  • ვიზიტორის სტატუსით: არ შეგიძლიათ საცხოვრებლად დარჩენა ან მუშაობა.
  • ერთჯერადი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

თუ გსურთ ამ ვადაში ჩასვლა, შეგიძლიათ მრავალჯერადი ვიზა აიღოთ, მაგრამ თითოეული შესვლა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რა დამიჯდება ვიზის გაკეთება?

სტანდარტული ვიზიტორ ვიზის საფასური განისაზღვრება ვიზის ტიპის და ვადების მიხედვით და განახლდა 2025 წლის აპრილში.

  • სტანდარტული 6 თვიანი ვიზა – დაახლოებით 160 აშშ დოლარი.
  • ხანგრძლივი 2 წლიანი ვიზა – დაახლოებით 605 აშშ დოლარი.
  • ხანგრძლივი 5 წლიანი ვიზა – დაახლოებით 1005 აშშ დოლარი.
  • ხანგრძლივი 10 წლიანი ვიზა – დაახლოებით 1,345 აშშ დოლარი.

გაითვალისწინეთ:

ბრიტანეთის ვიზის ფასები პერიოდულად იცვლება, ამიტომ ვიზის განაცხადის დროს აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია ვებგვერდზე https://www.gov.uk ან მოგვმართეთ.

მოსაკრებელს იხდით ონლაინ ან ვიზის ცენტრში.

დამატებით, ასევე იხდით ჩვენი მომსახურების საფასურს, რაც დიდი ბრიტანეთს სტანდარტული ტურისტული ვიზის შემთხვევაში განისაზღვრება 180 ლარით.

რამდენ ხანში მივიღებ საკონსულოდან პასუხს?

დიდი ბრიტანეთის ვიზის განაცხადის სტანდარტული განხილვის პერიოდი, როგორც წესი, დაახლოებით 2 კვირაა. ეს ვადა იწყება საბუთების ჩაბარების და ვიზის საფასურის გადახდის დღიდან. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული გარემოებების მიხედვით განხილვის პერიოდი შეიძლება დახანგრძლივდეს. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვა ან უსაფრთხოების პროცედურების გავლა. გარდა ამისა, ისეთ სეზონზე როდესაც დიდი ბრიტანეთის ვიზაზე მაღალი მიმართვიანობაა, ეს ვადა შესაძლოა 3-4 კვირამდე გაიზარდოს.

თუ გსურთ პროცესი დააჩქაროთ, დიდ ბრიტანეთში არსებობს სპეციალური სწრაფმომსახურება. ამისათვის საჭიროა დამატებით £500-ის გადახდა, რის შემდეგაც პასუხს მიიღებთ 5 სამუშაო დღეში.

ვიზაგლობალის მხარდაჭერა

თუ გსურთ გაიაროთ კონსულტაცია ვიზაგლობალის სავიზო ექხპერტთან და მიიღოთ სრული მომსახურება დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 771 546 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: contact@visaglobal.ge