მთავარი » კანადის ვიზა

კანადის ვიზა

გოგონას უკეთია ხელთათმანი კანადის ფოთლის ლოგოთი

კანადის ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცემა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მდებარე კანადის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. მისი მისამართია: Aziziye, Cinnah Street no: 58, 06690 Çankaya/Ankara, Türkiye.

საქართველოს მოქალაქეები ვიზას თურქეთში ჩასვლის გარეშე იღებენ, თუმცა საჭიროა თბილისში მდებარე კანადის სავიზო ცენტრში გამოცხადება.

VFS Global მდებარეობს ყიფშიძის 9ში, თბილისი.

როგორ კეთდება განაცხადი კანადის ვიზაზე?

ვიზის განაცხადი კეთდება კანადის სამთავრობო გვერდზე ონლაინ რეჟიმში. დოკუმენტების ჩაბარება და ბიომეტრიული მონაცემების გადაგზავნა დაგჭირდებათ თბილისში, ყიფშიძის 9ში მდებარე VFS Global ოფისიდან. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში იგზავნება აპლიკანტის პასპორტი ვიზის ჩასარტყმელად.

რა უფლებებს მანიჭებს კანადის ტურისტული ვიზა?

კანადის ტურისტული ვიზა (Temporary Resident Visa – TRV) საშუალებას გაძლევთ დროებით ეწვიოთ კანადას ტურიზმის, ოჯახის მონახულების ან სხვა მიზნებისთვის.

ვიზა, როგორც წესი, მრავალჯერადი შესვლის უფლებას განიჭებთ და შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 10 წლის ვადით, თუმცა ის მოქმედია მანამდე, სადამდეც თქვენი პასპორტია ვალიდური,.დცგბგჰცდცვ

მიუხედავად ამისა, თითოეულ შესვლაზე ქვეყანაში ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.

რა ვადაში მზადდება ვიზა?

დოკუმენტების გადაგზავნიდან და აპლიკაციის ატვირთვიდან დაახლოებით 3 თვიდან 1 წლამდე ვადა სჭირდება ანკარაში მდებარე კანადის საელჩოს საკონსულო განყოფილებას პასუხის გასაცემად.

დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში იგზავნება პასპორტი და 3-4 სამუშაო დღის ვადაში მზად არის ვიზა.

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. მოქმედი პასპორტი
  2. ძველი პასპორტები
  3. აიდი ბარათი
  4. ცნობა დამსაქმებლისგან ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  5. ბოლო 4 თვის საბანკო ამონაწერი
  6. ცნობა დანაზოგის შესახებ ბანკიდან
  7. ქორწინების მოწმობა (დაოჯახულებთათვის)
  8. ფოტოსურათი
  9. განთავსების დასტური (დროებითი ან ხანგრძლივი ვადით)

რა ღირს ვიზის გაკეთება?

კანადის ვიზის მოსაკრებელი ამ ეტაპზე შეადგენს 185 კანადურ დოლარს, ვიზაგლობალის სრული მომსახურება კი 200 ლარია. ქვემოთ იხილავთ დეტალებს ჩვენი მომსახურების პირობების შესახებ.

ჩვენ როგორ დაგეხმარებით?

კონსულტაცია – გაივლით კონსულტაციას კანადის სავიზო ექსპერტთან, გაეცნობით სრულ პროცესს დეტალურად, მიიღებთ რჩევებს და პასუხებს თქვენს ყველა კითხვაზე.

დოკუმენტაცია – თქვენი ქეისის მიხედვით გაიწერება ინდივიდუალური დოკუმენტაცია. ჩვენ დაგეხმარებით მომზადებასა და ატვირთვაში.

აპლიკაციის შევსება – ვიზაგლობალი შეავსებს თქვენს სააპლიკაციო ფორმებს სწორად, ყველა დეტალის და მოთხოვნის გათვალისწინებით.

ტურისტული პაკეტი – ჩვენ შევადგენთ თქვენი მოგზაურობის სრულ გეგმას თქვენი ჩართულობით, მათ შორის: ფრენის ბილეთები, სასტუმრო და მოგზაურობის მთლიანი მონახაზი.

სავიზო მომსახურების გადასახადი თითო პერსონაზე შეადგენს 250 ლარს. სწრაფი კომუნიკაციისთვის მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 595 771 546