დიდი ბრიტანეთის ვიზა (Standard Visitor Visa) აძლევს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას ეწვიონ გაერთიანებულ სამეფოს ტურიზმის, მოკლევადიანი ბიზნეს ვიზიტების, კერძო შეხვედრებისა თუ ნათესავების მონახულების მიზნით. დიდი ბრიტანეთის ვიზები სტანდარტულად გაიცემა 6 თვის ვადით, თუმცა არსებობს მრავალჯერადი, ხანგრძლივი ვიზებიც.
VisaGlobal გთავაზობთ სრულ სავიზო მხარდაჭერას, რაც მოიცავს დოკუმენტაციის მომზადებას, აპლიკაციის სწორად შევსებასა და ბიომეტრიის ჩაბარების ვიზიტის დაჯავშნას, რათა ბრიტანეთის ვიზის მიღება მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხო იყოს.
დიდი ბრიტანეთის ვიზა გამოიყენება ვიზიტორის სტატუსით და სტანდარტულად გაიცემა 6 თვის ვადით. ეს ვიზა საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ქვეყანა როგორც ტურისტმა ან ესტუმროთ მას მოკლევადიანი ბიზნეს მიზნებისთვის. სტანდარტული 6 თვიანი ვიზის ღირებულებაა £135. როგორც წესი, ბრიტანეთის ვიზის განხილვის პერიოდი დაახლოებით 3 კვირაა.
დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ ხდება, ხოლო ბიომეტრიის ჩაბარებისა და სხვა სავიზო პროცედურებისთვის ვიზიტი დაგჭირდებათ თბილისში მდებარე UK Visa Application Centre-ში. თქვენ არ დაგჭირდებათ ვიზიტი სტამბოლში არსებულ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადისას მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებით მკაფიოდ დასტურდებოდეს თქვენი მოგზაურობის მიზანი, ფინანსური მდგომარეობა და ის გარემოებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ შესაბამის ქვეყანაში დაბრუნდებით.
როგორც წესი, განაცხადისთვის შეიძლება დაგჭირდეთ:
დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია კონკრეტულ აპლიკანტზე და მის მდგომარეობაზე.
სტანდარტული ვიზიტორ ვიზის საფასური განისაზღვრება ვიზის ტიპისა და ვადების მიხედვით.
გაითვალისწინეთ:
ბრიტანეთის ვიზის ფასები პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ვიზის განაცხადის დროს აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია [GOV.UK-ის ოფიციალურ ვებგვერდზე](https://www.gov.uk) ან მოგვმართეთ. მოსაკრებელს იხდით ონლაინ, განაცხადის პროცესის ფარგლებში.
თუ გსურთ გაიაროთ კონსულტაცია ვიზაგლობალის სავიზო ექსპერტთან და მიიღოთ სრული მომსახურება დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 771 546 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: contact@visaglobal.ge. დიდი ბრიტანეთის სტანდარტული ტურისტული ვიზის შემთხვევაში ჩვენი მომსახურების საფასური განისაზღვრება 180 ლარით.
დიდი ბრიტანეთის ვიზის განაცხადის სტანდარტული განხილვის პერიოდი, როგორც წესი, დაახლოებით 3 კვირაა. ეს პერიოდი ითვლება განაცხადის წარდგენის, ბიომეტრიის ჩაბარებისა და საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა კონკრეტული განაცხადის განხილვას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგალითად, თუ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნა.
თუ გსურთ პროცესი დააჩქაროთ, შესაძლებელია Priority Visa service-ის გამოყენება, თუ ეს მომსახურება კონკრეტული განაცხადისთვის ხელმისაწვდომია. დამატებითი საფასური ამჟამად £500-ია და მიზნობრივი ვადა, როგორც წესი, 5 სამუშაო დღეა.
დაჩქარებული მომსახურების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია განაცხადზე და სავიზო ცენტრში არსებულ შესაძლებლობებზე.
ბრიტანეთის ტურისტული ვიზის გახანგრძლივება ბრიტანეთში ყოფნის პერიოდში ჩვეულებრივ არ ხდება და მხოლოდ კონკრეტულ, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშია შესაძლებელი. Standard Visitor-ის ფარგლებში ზოგიერთ სპეციალურ კატეგორიას, მაგალითად აკადემიურ ან სამედიცინო ვიზიტებს, განსხვავებული წესები შეიძლება ჰქონდეს. ჩვეულებრივი ტურისტული ვიზის შემთხვევაში კი, როგორც წესი, ვიზიტორმა ქვეყანა უნდა დატოვოს მისთვის დაშვებული ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
დიდი ბრიტანეთის ვიზიტორ ვიზა გაძლევთ დიდ ბრიტანეთში შესვლის შესაძლებლობას და არ ცვლის სხვა ქვეყნების სავიზო მოთხოვნებს. ამ ვიზით შენგენის ქვეყნებში ავტომატურად შესვლის უფლება არ გეძლევათ. ევროპის უმეტესი ქვეყანა შენგენის ზონის წევრია და მათ საკუთარი, დამოუკიდებელი სავიზო სისტემა აქვთ. დიდი ბრიტანეთი შენგენის ზონის წევრი არაა, ამიტომ UK Visitor Visa არ იძლევა შენგენის ქვეყნებში შესვლის უფლებას.
დიდი ბრიტანეთის ვიზაზე აპლიკაციის გაკეთებისას უნდა გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ თქვენი აპლიკაციის და დოკუმენტაციის საფუძველზე. გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებული ყურადღებით და სიმკაცრით ამოწმებს აპლიკანტების თითოეულ საბუთს, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, ფინანსურ დოკუმენტებს.
ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებისას, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
რაც შეეხება დანაზოგის ცნობას, გაითვალისწინეთ შემდეგი.
ჩვენი სავიზო ექსპერტების მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით და 5000-ზე მეტი წარმატებული სავიზო აპლიკაციის მართვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ბრიტანეთის ვიზის შევსებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს აპლიკანტი მისი ცხოვრების რა ეტაპზე აკეთებს გაერთიანებული სამეფოს ვიზაზე განაცხადს.
გაითვალისწინეთ ქვემოთ მითითებული რჩევები, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს თქვენთვის ვიზის მიღების შანსი.
დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება დიდწილად დამოკიდებულია აპლიკანტის მიერ დროის სწორ არჩევანზე. განაცხადი აუცილებლად მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა პირადი და პროფესიული ცხოვრება სტაბილურია, ფინანსები კი მაქსიმალურად რელევანტური და სტაბილური.