წესები და პირობები

Visa Global (შემდგომში — „ჩვენ“, „პლატფორმა“, „საიტი“, ან “კომპანია”) სთავაზობს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სხვასხვა ქვეყნის სავიზო განაცხადის მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

ვებსაიტის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.

1. სერვისის აღწერა

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შემდეგი სახის სერვისებს:

  • სავიზო განაცხადის შევსება.
  • დოკუმენტაციის მომზადება.
  • საკონსულოში ინტერვიუს დაგეგმვა.
  • ინტერვიუს შეკითხვებისთვის მომზადება.
  • სრული სავიზო პროცედურის მართვა.

 

ყველა სერვისი ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ვებსაიტის გამოყენების პირობები

ვებსაიტზე განთავსებული ყველა მასალა (მათ შორის: ლოგო, ტექსტი, ფოტო, ვიდეო, დოკუმენტები და სხვა) დაცულია საავტორო უფლებებით და მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი წერილობით თანხმობის საფუძველზე.

ვებსაიტის ყველა ვიზიტორი ვალდებულია გამოიყენოს იგი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავი შეიკავოს ვებსაიტის არასათანადო, არაკეთილსინდისიერი ან არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენებისგან.

3. ანგარიშგება და გადახდები

ნებისმიერი ქვეყნის სავიზო მომსახურების საფასური უნდა გადაირიცხოს კომპანიის საბანკო ანგარიშზე. მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა კომპანიას უნდა წარუდგინოს გადახდის ქვითარი ან გადარიცხვის საბუთი.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებული კომპენსაციის შემთხვევების გარდა, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ ხდება.

4. პასუხისმგებლობა

ჩვენ ვზრუნავთ სავიზო მომსახურების ზუსტ, დროულ და უსაფრთხო მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარეების (საელჩოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვ.) მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან სერვისის სისწორეზე და სისრულეზე.

მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარი მონაცემების ჩვენთვის და მესამე მხარისთვის სრულად და ზუსტად მიწოდებაზე.

5. ვიზის მიღების გარანტია

ჩვენ ვცდილობთ სავიზო პროცედურები წარვმართოთ მაქსიმალურად ეფექტურად და შედეგზე ორიენტირებულად, რომ აპლიკანტისთვის ვიზის მიღების შანსი გაიზარდოს.

თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კომპანია არ იძლევა ვიზის მიღების გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია კონსულ-ოფიცერზე. 

6. ინტელექტუალური საკუთრება

ვებსაიტზე განთავსებული ყველა მასალა წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას ან ლიცენზირებულ/სამუშაო მასალას. მისი გამოყენება კომერციული ან არაშესაფერისი მიზნებისთვის დაუშვებელია.

7. წესების ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს მისი “წესები და პირობები” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილებები დაუყოვნებლივ იძენს ძალას საიტზე გამოქვეყნებისთანავე.

8. კონფიდენციალურობა

ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის და კონფიდენციალურობის პოლიტიკა განთავსებულია საიტზე და წარმოადგენს კომპანიის წესების განუყოფელ ნაწილს.

მომხმარებელი ეთანხმება ჩვენს წესებსა, პირობებს და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას ვებსაიტის გამოყენებისას.