პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენი კომპანია

შპს ვიზა გლობალი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 436259317
მისამართი: 10 პეტრე ქავთარაძის ქუჩა I შესახვევი, თბილისი
ვებ საიტი: www.visaglobal.ge
ელ ფოსტა: contact@visaglobal.ge

წინასიტყვაობა

Visa Global (ტექსტში შემდგომ ხსენებული როგორც “ჩვენ”, “პლატფორმა”,”საიტი”, “კომპანია”) განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირადი მონაცემების დაცვას. ჩვენ, როგორც კომპანია, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ შევაგროვებთ, შევინახავთ და გამოვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს საქართველოს პირადი მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად.

რა სახის პირადი მონაცემები გროვდება?

ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები გვეხმარება თქვენ როგორც მომხმარებლებს მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი მომსახურება თქვენს მიერ მოთხოვნილ სერვისებზე. ჩვენ მიერ გროვდება:

  1. პერსონალური დეტალები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი.
  2. თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის მონაცემები: IP მისამართი, გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერი, მოწყობილობის ტიპი, ბრენდი.
  3. თქვენი ონლაინ ქცევის სტილი: დათვალიერებული კონტენტი, ბრაუზერში გახსნილი საიტის ლინკები და ა.შ.

წყაროები, საიდანაც ვაგროვებთ პირად მონაცემებს

  • ჩვენს თანამშრომლებთან სატელეფონო ზარით გასაუბრებისას.
  • ოფისში ვიზიტის დროს.
  • ჩვენს თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის დროს.
  • ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლისას.
  • საზოგადო და საჯარო ორგანიზაციებიდან.
  • ნებისმიერი სოციალური არხის გამოყენებისას.
  • სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას.

პირადი მონაცემების გამოყენების არეალი

მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემები პირველ რიგში გამოიყენება იმ ინფორმაციისა და სერვისის მიწოდებისთვის, რომელიც მოითხოვეთ ჩვენი კომპანიისგან.

აღნიშნული მონაცემები ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ავტომატიზირებული ან არაავტომატიზირებული შეთავაზებების გასაგზავნად. შეთავაზება შეიძლება ეხებოდეს განმეორებით ან ახალ სერვისებს, იმას რაც პოტენციურად საინტერესოა მომხმარებლისთვის.

მონაცემების ამგვარი დამუშავება და გამოყენება გვეხმარება შევთავაზოთ მომხმარებელს მისთვის მაქსიმალურად შესაფერისი სერვისი.

გარდა ამისა, ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად.

როგორც ვაზიარებთ ინფორმაციას მესამე მხარესთან?

ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების გაზიარება მესამე მხარესთან ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუციელებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის თქვენთვის სრულყოფილად მოსაწოდებლად.

თქვენი ინფორმაციის გაზიარება შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • საკონსულოებთან, საელჩოებთან, ავიაკომპანიებთან და სასტუმროებთან.
  • სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.
  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
  • ნოტარიულ და იურიუდიულ კომპანიებთან – შესაბამისი მომსახურების გასაწევად.
  • ინტერნეტ და კომპიუტერულ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი სერვისების გამართულ ფუნქციონირებას

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერმა მესამე მხარემ, ვისაც გადაეცემა თქვენი ინფორმაცია, დაიცვას მათი კონფიდენციალურობა და გამოიყენოს მხოლოდ განსაზღვრული მიზნებისთვის.

პირადი მონაცემების შენახვის ვადა

მომხმარებლის პირადი მონაცემები ინახება უსაფრთხოდ ჩვენს კომპანიაში მომსახურების გაწევის დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში.

ამ პერიოდის განმავლობაში მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის დამატებითი სერვისების შესათავაზებლად.

კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ტიპის პერსონალური ინფორმაცია ინახებ მის შესახებ ჩვენს კომპანიაში.კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული პერსონალური ინფორმაცია მის შესახებ.

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენება მისი პერსონალური ინფორმაცია, კონკრეტულად კი როგორ ხდება მისი დამუშავება, შენახვა, გამოყენება, გაზიარება და ა.შ.

მომხმარებელს შეუძლია მისცეს კომპანიას უფლება მისი მონაცემების გამოყენების გაგრძელების ან მოითხოვოს მათი შეცვლა, ჩასწორება, დამატება, შეზღუდვა ან წაშლა.

ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 10 დღის განმავლობაში განახორციელოს მოთხოვნილი ცვლილებები.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება

კომპანია ვალდებულია პერიოდულად განაახლოს პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები მაშინვე შედის ძალაში გამოქვეყნებისთანავე და აისახება კომპანიის ვებგვერდზეც.

ჩვენი სერვისების სარგებლობით ან ჩვენს კომპანიასთან კომუნიკაციით თქვენ ეთანხმებით კომპანიის პოლიტიკას.