მთავარი » ირლანდიის ვიზა

ირლანდიის ვიზა

ირლანდიაში ჩასული ტურისტები აღნიშნავენ დღესასწაულს

ირლანდიის ვიზას საქართველოს მოქალაქეებისთვის გასცემს ირლანდიის საელჩოს საკონსულო განყოფილება ანკარაში, თურქეთში.

გამარტივებული სავიზო პროცედურები 2025 წლის 12 მაისიდან

ცვლილებებამდე, საქართველოს მოქალაქეები ვიზას იღებდნენ ბულგარეთში მდებარე ირლანდიის საელჩოში. ახლა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ირლანდიის ვიზას გასცემს ანკარაში, თურქეთში მდებარე საელჩო.

გარდა ამისა, აპლიკანტებს აღარ მოუწევთ დოკუმენტაციის საზღვარგარეთ გაგზავნა, არამედ დოკუმენტებს ჩააბარებთ თაქთაქიშვილის 11ში, თბილისში, VFS Global ოფისში

ირლანდიის ტურისტული ვიზა რას გულისხმობს?

ირლანდიის ტურისტული ვიზა გაძლევთ უფლებას ქვეყანაში დარჩეთ მაქსიმუმ 1თვე, 3 თვე ან 1 წელი (როგორ მოთხოვნასაც თქვენ გააკეთებთ), მხოლოდ ტურისტული მიზნებით — მოგზაურობა, დასვენება, მეგობრების ან ოჯახის მონახულება.

თქვენ არ შეგიძლიათ:

  • იმუშაოთ
  • ისწავლოთ
  • ან/და დარჩეთ განსაზღვრულ ვადაზე მეტი

გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია განაცხადი გააკეთოთ მოგზაურობამდე 2–3 თვით ადრე.

რამდენი ხანი სჭირდება ვიზის პასუხის მიღებას?

ირლანდიის სავიზო განაცხადის პასუხს დაახლოებით 2-5 კვირა სჭირდება. ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო ან თუ მაღალი მიმართვიანობაა.

რა დოკუმენტები დამჭირდება?

  • სავიზო აპლიკაციის ფორმა
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით)
  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ან საჯარო რეესტრის ამონაწერი მეწარმეებისათვის)
  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა
  • არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობის ასლები
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფინანსური მზაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები, დანაზოგის შესახებ ცნობა)
  • ნასამართლეობის ცნობა
  • მოწვევა
  • სამოტივაციო წერილი და ა.შ.

განსაკუთრებული რჩევები

  1. დოკუმენტაცია აუცილებლად წარადგინეთ ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
  2. დაიწყეთ განაცხადის გაკეთება მოგზაურობამდე 2-3 თვით ადრე.
  3. აუცილებლად შეადგინეთ სამოტივაციო წერილი გონივრულად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზა: “I will observe the conditions of my visa. I will not become a burden on the State and I will leave the State on the expiry of my permission to remain”.

რა დამიჯდება სავიზო პროცედურები?

ირლანდიის ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 60 ევროს. ხოლო ვიზაგლობალის მოსაკრებელი 150 ლარია.

დეტალების დასაზუსტებლად ან სავიზო პროცესის დასაწყებად დაგვიკავშირდით: 595 771 546