გეგმავთ მოგზაურობას, სწავლას, ბიზნეს ვიზიტს ან ახლობლების სანახავად აშშ-ში გამგზავრებას? ამერიკის ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, თუმცა ამავდროულად ყურადღებით მოსამზადებელი დოკუმენტია. იმისათვის, რომ ვიზის მიღების პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, უსაფრთხო და წარმატებული, მნიშვნელოვანია პროცესის თითოეული ეტაპის ზუსტად გააზრება. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულყოფილ მხარდაჭერას: ამერიკის სავიზო მომსახურება მოიცავს კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას, აპლიკაციის შევსებასა და გასაუბრებისთვის მომზადებას.
ამერიკის ვიზა გაიცემა საქართველოში მდებარე ამერიკის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ.
მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის 11, თბილისი, 0131, საქართველო.
ტელეფონი: +995 32 247 1160
ვებ-საიტი: https://ge.usembassy.gov/
ამერიკის ტურისტული ვიზა (B1/B2) არის არასაიმიგრაციო ვიზა, რომელიც გაძლევთ უფლებას იმოგზაუროთ ამერიკაში დროებითი ვიზიტისთვის: ტურიზმის, ოჯახური სტუმრობის ან ბიზნეს შეხვედრების მიზნით.
B1/B2 ვიზა, როგორც წესი, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით და შესაძლებელია მისი მოქმედების ვადა იყოს 10 წლამდე (ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიხედვით).
ვიზის მისაღებად საჭიროა DS-160 ფორმის შევსება, საკონსულო მოსაკრებლის ($185) გადახდა და გასაუბრებაზე გამოცხადება აშშ-ის საელჩოში.
ვიზა მოქმედებს კონსულის დადგენილი ვადით (შესაძლებელია მოკლევადიანი ან 10 წლიანი ვიზა გაიცეს).
შეზღუდვები:
ჩვენი ვიზის ექსპერტებს აქვთ ათასობით რთული სავიზო განაცხადის მართვის გამოცდილება, მათ შორის უარყოფით პასუხ მიღებული აპლიკანტების დახმარების.
“კარგი შემოსავალი მაქვს და ვიზას აუცილებლად ავიღებ” – კონსულ-ოფიცერი აფასებს ბევრ კრიტერიუმს, მათ შორის სამსახურს, ოჯახურ მდგომარეობას, უძრავ ქონებას, მოგზაურობის ისტორიას და სხვა ფაქტორებს. ძლიერი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია.
“მოწვევას ახლობელი გამომიგზავნის, არაა პრობლემა” – Invitation letter ან Sponsorship letter თავად ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა. მნიშვნელოვანია თავად აპლიკანტის ფინანსური მდგომარეობა, მოგზაურობის მიზანი და ქვეყანასთან კავშირები.
“ვიზაზე უარი ნიშნავს შავ სიაში მოხვედრას” – ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აპლიკანტს ხელახლა შეუძლია ვიზაზე განაცხადის გაკეთება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მომდევნო მცდელობისას გაუმჯობესდეს წინა განაცხადის სუსტი მხარეები.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსულოები ერთი კანონით და გაიდლაინით ხელმძღვანელობენ – Immigration and Nationality Act (INA) და Foreign Affairs Manual (FAM) – სხვადასხვა ქვეყანაში განაცხადების შეფასებაზე ადგილობრივი რეალობაც ახდენს გავლენას.
B1/B2 ვიზის შემთხვევაში კონსულ-ოფიცერს აინტერესებს:
ჩვენი ამერიკის ვიზის განმცხადებლების უკუკავშირიდან გამომდინარე, B1/B2 ვიზის ინტერვიუების უმეტესობა დაახლოებით 2–3 წუთი გრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის FY2025 ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის B ტიპის არაიმიგრაციულ ვიზაზე უარის მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის 45.57% იყო.
შედარებისთვის, გთავაზობთ უარის მაჩვენებლის სტატისტიკას რამდენიმე ქვეყანაში.
აქ ჩავსვათ ექსელის მაგიდა სახელწოდებით: Amerikis Viza Qveynebi.
არტიკლის ბოლოს კარუსელი ქვეყნების: კანადა, ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია.
ბევრ მოგზაურს უჩნდება კითხვა – როგორ წავიდეთ ამერიკაში და საიდან დავიწყოთ მზადება? ამერიკაში წასვლა რამდენიმე ძირითად ნაბიჯს მოითხოვს:
სავიზო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება და ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია გახლავთ.
ამერიკის ვიზის აპლიკაცია მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს. ნებისმიერმა უზუსტობამ, შეცდომამ ან არასწორად მითითებულმა მონაცემმა შესაძლოა გამოიწვიოს ვიზაზე უარის თქმა ან პროცესის გაჭიანურება.
თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ტექნიკური თუ შინაარსობრივი შეცდომები, ამერიკის ვიზის მომსახურება ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უზრუნველყოფს თქვენი განაცხადის უშეცდომოდ მომზადებას.
აპლიკაციის შევსების შემდეგ მომდევნო ეტაპია ამერიკის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნა. რიგები და ხელმისაწვდომი თარიღები ხშირად იცვლება, რის გამოც მნიშვნელოვანია დროული ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია.
გეგმავთ ბიუჯეტს და გინდათ იცოდეთ, რა ჯდება ამერიკაში წასვლა ან რა არის ამერიკის ვიზა ფასი?
ჩვენი ამერიკის სავიზო მომსახურება გეხმარებათ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაში, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებზე უმეტესად გაიცემა ამერიკის 10 წლიანი ვიზა (B1/B2 მრავალჯერადი ვიზა).
Visaglobal.ge გთავაზობთ სრულყოფილ მხარდაჭერას აშშ-ის ვიზის მიღების პროცესში:
მოგვმართეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციის დასაგეგმად 595 771 546. ერთი აპლიკანტის მომსახურების ღირებულება 200 ლარია.
ამერიკის ვიზის აღება მოითხოვს რამდენიმე თანმიმდევრული ეტაპის გავლით მზადებას:
ამერიკის ვიზის შევსება მოითხოვს მოქმედ პასპორტს, ციფრულ ფოტოსურათს (აშშ-ის ვიზის სტანდარტების შესაბამისად 5×5 სმ), სამუშაო ადგილის დეტალებს და მოგზაურობის გეგმას. ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით. გავრცელებული შეცდომებია: სახელის/გვარის არასწორი ტრანსლიტერაცია, სამუშაო გამოცდილების ან შემოსავლების უზუსტოდ მითითება და აშშ-ში ნათესავების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ნებისმიერმა უზუსტობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიზაზე უარი.
თუ აინტერესებთ, რა ჯდება ამერიკაში წასვლა ან რა არის უშუალოდ ამერიკის ვიზა ფასი, ბიუჯეტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ამერიკის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნა ხორციელდება მას შემდეგ, რაც შეივსება ამერიკის ვიზის აპლიკაცია და დაიფარება საკონსულო მოსაკრებელი. თავისუფალი თარიღების რაოდენობა დამოკიდებულია სეზონურ დატვირთვაზე. ხშირად რიგები რამდენიმე თვით ადრე იჯავშნება, რის გამოც ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია და პროცესის დაწყება რეკომენდებულია გამგზავრებამდე მინიმუმ 3–6 თვით ადრე.
გასაუბრება ამერიკის საელჩოში ჩვეულებრივ 2–5 წუთს გრძელდება. საკონსულო ოფიცრის მთავარი მიზანია დაადგინოს თქვენი მტკიცე კავშირები სამშობლოსთან (სამუშაო, ოჯახი, ქონება) და დარწმუნდეს, რომ არ გეგმავთ აშშ-ში უკანონოდ დარჩენას. ძირითადი კითხვები ეხება:
ამერიკის საელჩოში შესვლა მოითხოვს უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვას. საელჩოს ტერიტორიაზე აკრძალულია დიდი ზომის ჩანთების, ელექტრონული მოწყობილობების (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ჭკვიანი საათი), სითხეებისა და იარაღის/ბასრი ნივთების შეტანა. თან უნდა გქონდეთ მხოლოდ საჭირო დოკუმენტაცია: მოქმედი პასპორტი, DS-160-ის დადასტურების ფურცელი, ვიზიტის ჯავშანი და დამხმარე საბუთები.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებზე უმეტესად გაიცემა ამერიკის 10 წლიანი ვიზა (B1/B2). ეს არის მრავალჯერადი (Multiple Entry) ვიზა, რაც ნიშნავს, რომ 10 წლის განმავლობაში შეგიძლიათ რამდენჯერმე ეწვიოთ აშშ-ს ტურისტული ან ბიზნეს მიზნებით. თუმცა, გახსოვდეთ: ვიზა გაძლევთ აშშ-ის საზღვრამდე მისვლის უფლებას, ხოლო თითოეული ვიზიტისას დარჩენის კონკრეტულ ვადას (ჩვეულებრივ 6 თვემდე) საზღვარზე საზღვრისდაცვითი ოფიცერი განსაზღვრავს.
უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია აშშ-ის საიმიგრაციო კანონის 214(b) მუხლი, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა საკმარისად მტკიცე სოციალური ან ეკონომიკური კავშირი სამშობლოსთან. ასევე, უარის მიზეზი შეიძლება გახდეს:
დიახ, უარის მიღების შემდეგ ხელახლა განაცხადის შეტანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, ხელახალი ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსება და ამერიკის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნა რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს ვითარებაში მოხდება დადებითი ცვლილება (მაგალითად, სამუშაო ადგილის/შემოსავლის ცვლილება, მოგზაურობის ისტორიის გაუმჯობესება) ან გამოსწორდება წინა განაცხადში დაშვებული შეცდომები.
ამერიკის ვიზის მომსახურება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ საგრძნობლად ზრდის წარმატების შანსებს. პროფესიონალები გეხმარებიან:
ამერიკის ვიზა რომ მიიღოთ კონსული უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი მიზანი აშშ-ში დროებით ყოფნაა და აუცილებლად დაბრუნდებით საქართვველოში. თუკი ამაში მას ეჭვი არ შეეპარება თქვენ გაგიმარტივდებათ ამერიკის ვიზის აღება.
ძირითადი პუნქტები რასაც ყურადღება მიექცევა:
კონსული გადაწყვეტილებას ინტერვიუს მსვლელობის დროს იღებს, შესაბამისად ყველა აპლიკანტს აქვს გარკვეული შანსი ტურისტული ვიზის მიღების. რაც უფრო მეტ პუნქტს აკმაყოფილებს თქვენი აპლიკაცია, მით უფრო თავდაჯერებულად წარსდგებით ინტერვიუზე და თქვენი ვიზის მიღების შანსიც კიდევ უფრო გაიზრდება.
რა კითხვებს სვამს ინტერვიუს დროს საკონსულო ოფიცერი?