მთავარი » რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა აშშ ვიზის დეპოზიტის პროგრამის შესახებ?

რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა აშშ ვიზის დეპოზიტის პროგრამის შესახებ?

აშშ ვიზის დეპოზიტის პროგრამა
აშშ ვიზის დეპოზიტის პროგრამა

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის მიღების პროცესში ამოქმედდა ახალი მოთხოვნა — დეპოზიტის (გირაოს) პროგრამა.

რა ხდება სავიზო ინტერვიუს მსვლელობისას?

სავიზო ინტერვიუს პროცესი არსებითად უცვლელია და სტანდარტული ფორმატით მიმდინარეობს.

B1/B2 ვიზაზე განაცხადის განხილვისას კონსულ-ოფიცერი სვამს ინდივიდუალურ კითხვებს, რომლებიც ეფუძნება აპლიკანტის წარმოდგენილ DS-160-ს. კითხვები შეიძლება ეხებოდეს:

  • მოგზაურობის მიზანს.
  • ფინანსურ მდგომარეობას.
  • შემოსავლის წყაროს.
  • კავშირს სამშობლოსთან და ა.შ.

 

ინტერვიუს მიზანია შეფასდეს აპლიკანტის მოგზაურობის რეალური მიზანი და შესაბამისობა სავიზო მოთხოვნებთან.

ინტერვიუს დასრულებისას კი კონსულ-ოფიცერი აპლიკანტებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფს:

  • აპლიკანტების ნაწილი იღებს ვიზაზე უარს.
  • ნაწილი კი იღებს ფორმას 221(g).

რას ნიშნავს 221(g) ამ შემთხვევაში?

Immigration and Nationality Act Section 221(g)-ის საფუძველზე გაცემული 221(g) ნიშნავს, რომ:

  • აპლიკანტი იღებს უარს, თუმცა.
  • ამ უარის დაძლევა შესაძლებელია გირაოს (დეპოზიტის) გადახდით.

 

ფორმაში დეტალურად არის მითითებული თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სავიზო პროცედურები, მათ შორის, როგორ ხდება თანხის გადახდა, რა ოდენობას იხდით და ა.შ.

რა თანხაზეა საუბარი?

დეპოზიტის ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და შეიძლება იყოს:

  • 5,000 აშშ დოლარი.
  • 10,000 აშშ დოლარი.
  • 15,000 აშშ დოლარი.

როგორ ხდება გირაოს გადახდა?

ინტერვიუდან დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში:

  • მიიღებთ ელფოსტას საელჩოსგან.
  • ელფოსტაში იქნება გადახდის ბმული (pay.gov.ge).

 

გადახდისთვის გაქვთ 30 კალენდარული დღე ინტერვიუს დღიდან.

რა ხდება გადახდის შემდეგ?

დეპოზიტის გადახდის შემდეგ:

  • საკონსულო დაგიკავშირდებათ ელფოსტით.
  • გაგრძელდება ვიზის გაცემის პროცესი.
  • მოხდება საბოლოო დამუშავება.

რა შეზღუდვები აქვს დეპოზიტ პროგრამის ფარგლებში გაცემულ ვიზას?

  • მოქმედების ვადა: 3 თვე.
  • გამოყენება: ერთჯერადი შესვლა.
  • შესვლა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ (დაახლოებით 9) აეროპორტებში.

 

დამატებითი შეზღუდვები:

  • არ არის ნებადართული ჩარტერული რეისები.
  • არ არის ნებადართული სახმელეთო გზით შესვლა.

თუ გჭირდებათ დახმარება აშშ-ს ვიზის შევსებაში, ეწვიეთ ჩვენს ამერიკის ვიზის მომსახურების გვერდს.